ჯონ ლოკი და მისი ფილოსოფია (1632 -1704)
ეპოქა , რომელშიც მოღვაწეობდა გამოჩენილი ინგლისელი მოაზროვნე და პედაგოგი ჯონ ლოკი , ინგლისის ისტორიაში მკვეთრი ცვლილებების ხანა იყო. კაპიტალიზმი სამკვდრო სასიცოცხლოდ ებრძოდა ფეოდალიზმს. ბურჟუაზიის მხარეს იყო მეცნიერთა , ხელოვანთა , მწერალთა , პედაგოგთა ახალგაზრდა თაობა , რომელიც აღიარებდა კაპიტალისტური ურთიერთობების უპირატესობას და იბრძოდა ფეოდალური ინსტიტუტების წინააღმდეგ. 1648 წელს კარლოს მფე ეშაფოტზე აიყვანეს. ჯონ ლოკის მამა მაშინ კრომველის არმიაში იყო. 1658 წელს , რეაქციამ აღადგინა მონარქია , მაგრამ საპროტესტო მოძრაობებმა ქვეყანა გადატრიალებამდე მიიყვანა 1688წელს. იაკობ მეორემ ტახტზე უარი განაცხადა მსხვილი ბურჟუაზია შეუთანხმდა თავად -აზნაურობას და ტახტზე ვილჰელმ ორანელი აიყვანა. დამყარდა კონსტიტუციური მონარქია.
ფეოდალიზმის კაპიტალიზმით შეცვლას ცვლილებები მოჰყვა ცხოვრების ყველა სფეროში , მათ შორის პედაგოგიურ აზროვნებაში. სამრევლო სკოლებში გლეხებისა და ხელოსნების შვილები სწავლობდნენ მოსახლეობის ხარჯზე. თავიანთ სკოლებს ხსნიდნენ სხვადასხვა სექტები. უმთავრესი ყურადღება ექცეოდა მშობლიურ ენაზე წერა -კითხვის ლოცვებისა და ბიბლიის სწავლებას. შეძლებულთა შვილები სწავლობდნენ საშუალო სკოლებში , ან ინდივიდუალურად ოჯახებში. ისინი სწავლობდნენ კლასიკურ ენებს და ლიტერატურას ყურადღება ექცეოდა აგრეთვე ფიზიკურ ვარჯიშს და სხვა.
ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი დაიბადა 1632 წელს 29 აგვისტოს , იგი სწავლობდა ლონდონში , ვესტმინსტერის სკოლაში , 1652 წელს ჩააბარა ოქსფორდის უნივერსიტეტში , აქ ისწავლა ლატინური , ლოგიკა და მეტაფიზიკა. მან დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი 1667წელს. იგი დამთავრებისთანავე ამავე უნივერსიტეტში გახდა ჯერ ბერძნულის , შემდეგ კი რიტორიკის ლექტორი. 1663 წელს გადაწყვიტა ექიმობა და ამ პერიოდში მოექცა რობერტ ბოილისა და დეკარტეს იდეების ზეგავლენის ქვეშ. ჯონ ლოკი , თავისი ფილოსოფიით , კარტეზიანული ნატივიზმისა და რაციონალიზმის მოწინააღმდეგეა , თუმცა , ფაქტობრივად , ნატივიზმის საკითხზე ის თავის თანამედროვე ინგლისელ პლატონისტებთან კამათობდა (კემბრიჯის სკოლის
1667 წელს ლოკი აღმზრდელად იწყებს მუშაობას ოქსფორდში , შაფტსბერის გრაფის , ლორდ ეშლის სახლში. შემდგომში ის ლორდის მდივანი , პოლიტიკური მკვლევარი და მრჩეველიც გახდა და , შერისხვისა და გაძევების მიუხედავად , ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. 1675 -1679 წლები ლოკმა საფრანგეთში გაატარა , სადაც ფრანგული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები გაიცნო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ , 1683 წელს , იძულებული გახდა , ჰოლანდიისთვის შეეფარებინა თავი , რადგანაც კარლოს II და იაკობ I სტიუარტი მას არასანდო პიროვნებად მიიჩნევდნენ. 1689 წელს ინგლისის ტახტზე უილიამ ორანელის ასვლის შემდეგ ლოკმა შეძლო სამშობლოში დაბრუნება , სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამწერლო მოღვაწეობას , იყო ლიბერალური წრეების ოფიციალური და გავლენიანი წარმომადგენელი. 1692 წელს ესექსის საგრაფოში დასახლდა , რათა სიცოცხლის უკანასნელი წლები სიმშვიდეში
მან თავისი პოლიტიკურ –იურიდიული შეხედულებები ჩამოაყალიბა ნაშრომში ''სახელმწიფოს მმართველობის ორი ტრაქტატი '', რომელიც დაიწერა 1689წელს. ლოკი არ გამოყოფს კონკრეტულად რაიმეს , მისთვის მთავარია , რომ იყოს ''მმართველობის ისეთი სტრუქტურა ''რომელიც დაიცავს ბუნებრივ სამართალს და ინდივიდის თავისუფლებას , იმ სიკეთეს რომელიც ყველასთვის სიკეთე იქნება ''ირღვევა ეს მოთხოვნა , ირღვევა სახელმწიფო ''. ლოკის აზრით : ''იქ სადაც არ არის კანონი , არაა თავისუფლება ''ბუნებით მდგომარეობასა და ომით მდგომარეობას შორის დიდი განსხვავებაა. ''ადამიანები , რომლებიც გონების შესაბამისად ცხოვრობენ მათი განსჯის შემძლე საერთო ამქვეყნიური უფროსის გარეშე , სწორედ რომ ბუნებით მდგომარეობაში არიან ''მაგრამ სხვა ადამიანის მიმართ ძალადობა ან ძალის გამოყენების გაცხადებული განზრახვა , როცა
ჯონ ლოკი გარდაიცვალა 72 წლის , 1704 წელს. დაკრძალულია თავისი სოფლის ახლომდებარე ეკლესიის ეზოში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე , ჯონ ლოკმა სისტემაში მოიყვანა თავისი შეხედულებები ჯენტლმენის აღზრდის შესახებ ნაშრომში „ფიქრები აღზრდაზე “. ამ წიგნმა დიდი შთაბეჭდილება
ჯონ ლოკის მსოფლმხედველობა ფილოსოფიურ ნაშრომში „ცდა ადამიანის გონების შესახებ “ (1790) ლოკმა განავითარა მატერიალისტური ემპირიზმის შემეცნების თეორია. . იგი უარყოფს დეკარტეს თეორიას თანდაყოლილი იდეების შესახებ და ყველა იდეის ერთადერთ წყაროდ ცდას ასახელებს. იდეები წარმოიშობა ან გარეშე ნივთთა ზემოქმედების შედეგად , (შეგრძნების იდეები ), ან სულის მდგომარეობასა და მოქმედებაზე მიმართული ყურადღების შედეგად (რეფლექსების იდები ). შეგრძნების იდეების საშუალებით ჩვენ ნივთენში აღვიქვამთ პირველად ან მეორად თვისებებს ეს ტერმინები თავად ლოკმა შემოიღო. პირველად , ანუ ობიექტურ თვისებად იგი თვლიდა მოძრაობას , სიმკვრივეს , ფიგურას , მოცულობას. მეორად , ანუ სუბიექტურ თვისებად მიიჩნევდა ფერს , სუნს , გემოს
ლოკის აზრით , ჩვენი ამოცანაა ვიცოდეთ არა ყველაფერი , არამედ მხოლოდ ის , რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პრაქტიკული ცხოვრებისთვის. სახელმწიფო ძალაუფლებისა და სამართლის შესახებ მოძღვრებაში ლოკი ავითარებს ბუნებით სამოქალაქო მდგომარეობაზე სახელმწიფო მართვის ფორმებზე გადასვლის იდეას. ლოკის აზრით , სახელმწიფოს მიზანია თავისუფლებისა და შრომით შეძენილი საკუთრების შენარჩუნება , ამიტომ , სახელმწიფო ძლაუფლება არ შეიძლება იყოს თვითნებური. ლოკისეულ ცნებებს , , მმართველობა მა რთულთა მიერ “ და , , ადამიანის ბუნებითი უფლებები - სიცოცხლის , თავისუფლების და ქონების “, პოლიტიკური ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მისმა იდეებმა აშშ -ს სამართლის ჩამოყალიბებასა და კოლონისტების რევოლუციურ მოძრაობაზე გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ლოკს იმ მოაზროვნეთა გუნდში განიხილავენ , რომელთაც , , ბრიტანელ ემპირიკოსებს “ უწოდებენ. ამ ჯგუფში პირველ რიგში დევიდ იუმი და ჯორჯ ბერკლი მოიაზრებიან. ჯონ ლოკის ძირითადი ნაშრომია : , , ორი ტრაქტატი
ვესტმინსტერის სკოლაში სწავლისას , ლოკი იტანდა ტიპიურ მე – 17 საუკუნის საგანმანათლებლო რეჟიმს მოზრდილი ბიჭებისათვის : მკაცრი მორჩილება წესების , მკაცრი სასჯელი და უაზრო ზეპირობა როგორც გრამატიკის პრინციპებისა , ისე ლათინური და ბერძნული ლექსებისა. უდაოა რომ ვესტმინსტერში მიღებული განათლებით უკმაყოფილების გამო იგი მხარს უჭერდა შინ განათლებას რაც იყო გოგონათა სწავლების ძირითადი მეთოდი –
ლოკი აღიარებდა რომ , ბავშვები იბადებიან განსხვავებული შესაძლებლობებითა და უნარებით , ამ ბუნებრივ ელემენტთა შეცვლა არ შეიძლებოდა. ამიტომ ამბობდა , რომ პროგრამა უნდა შედგენილიყო ბავშვის ბუნებითი ნიჭის მიხედვით , მაგრამ მისი აზრით ცდის გარე შ ე , თანშობილი უნარები ვერ განვითარდებოდა და გამოვლინდებოდა. ბავშვებს ყველაზე კარგად შეუძლიათ განივითარონ ინტელექტუალური და სოციალური უნარები სხვადასხვა თამაშების მეშვეობით და პრაქტიკის გზით , ვიდრე წესების უაზრო ზეპირობით.
ჯონ ლოკის საგანმანათლებლო თეორია : რა ღირებულების აქვს ცოდნას ? რა არის განათლების და უნარებს სწავლებისას მიზნები ? უნარებმა და ცოდნამ უნდა შეუსაბამონ ჩვენი ქმედებები ბუნების კანონებს. მოეპყროს ჩვენს საკუთრებებს და პიროვნებას პასუხისმგებლობით და აგვაცილოს სხვათა აბსოლიტური კონტროლი. ცოდნის შეძენა ხშირად ხდება კეთებით – ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ხშირად ბადებს სიყვარულის და სწავლის დაფასების ჩვევას. ჭეშმარიტების გაგებისკენ სწრაფვა არის მოვალეობა , ღმერთის და ჩვენი თავის წინაშე. განათლების მიზანი არის ერის კეთილდღეობა _ლოკი განმარტავს ერის კეთილდღეობას როგორც პიროვნულ ბედნიერებას , მის მოქალაქეთა სოციაურ საჭიროებას. განათლება ლოკისთვის უზრუველყოფს ფორმაციის ბუნების საჭიროებას. ეს აუცილებელია , რათა ჩამოყალიბდე პიროვნებად და გახდე პასუხისმგებელი მოქალაქე. მისი საგანმანათლებლო ფილოსოფია არის მცდეობა
ცოდნის თეორია – რა არის ცოდნა ? რით განსხვავდება ის რწმენისაგან ? რა არის შეცდომა ? ტყუილი ? ცოდნა არის საზოგადოდ კონტროლირებადი , მარტივი , ფაქტებით დემონსტრირებადი და არა წარმოსახვა. ცოდნისთვის ძირითადია წარმოსახვა და ინტუიცია. ეს არის ის ძალა , რაც ეხმარება გონებას ჭეშმარიტების მიგნებაში. ცოდნა , როგორც კარგი ხასიათი არის გონებრივი ჩვევების წყება , ვიდრე უბრალოდ რწმენა. ცოდნა შეზღუდულია ჩვენი იდეების არასრულფასოვნებით. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სავარაუდო ცოდნა , მაშინ როცა სარწმუნო ცოდნას ვერ მოვიპოვებთ. ცოდნა არის შეთანხმება ან შეუთანხმებლობა ორი იდეისა , რაც ოთხნაირი შეიძლება იყოს : იგივეობა ან განსხვავებულობა , კავშირი , თანაარსებობა და რეალური არსებობა. ცოდნა არის შეუმცდარი ინტუიცია , მაშინ მივდივართ დასკვნამდე , როცა სამხილს ავწონდავწონით , მაგრამ
არის გონიერი არსება ? რით განსხვავდება ის სხვა სახეობებისგან ? რა არის ადამიანური პოტენციალის ლიმიტები ? ადამიანი ხდება მორალური განათლების გზით _ ადამიანებს არა აქვთ ღვთის შინაგანი იდეა , არც შინაგანი ზნეობა , არც შინაგანი სწრაფვა სიკეთისკენ – ლოკმა ადამიანი განსაზღვრა როგორც რაციონალურ ისე მორალურ არსებად. ლოკის შინაგანი იდეების უარყოფამ უპირატესობა მიანიჭა ინდივიდუალურ ცდას , შრომის საჭიროებას რომ მიიღო ცოდნა გამოცდილების გზით. ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი ან მართავდეს სხვას. ადამიანი დაჯილდოებულია ბუნებითი
4) სწავლების თეორია. რა არის სწავლა ? როგორ ვიძენთ უნარებს და ცოდნას ? სწავლა , რომელსაც ადამიანები უნდა ფლობდნენ , არის ზოგადი ლოკის მიხედვით. სწავლება არის ბოლო და ერთადერთი ნაწილი განათლების მისაღებად. სწავლა არის დიდი დახმარება სიკეთისა და სიბრძნის შესაძენად , ამ უკანასკნელთა გარეშე ადამიანები იქნებოდნენ უფრო სულელები და უარესები. დაბადებიდან , ბავშვის მცდეობა ხორციელი სიამოვნების მისაღებად , ძალაუფლებისკენ სწრაფვა და მიდრეკილება სხვების მართვისკენ , უნდა მოისპოს. შედეგად , ეგოისტური , აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებას და სწავლისადი გულგრილობას ავიცილებთ თავიდან. უნარები და ცოდნა მიიღწევა მაგალითებით , პრაქტიკებით და არა ბავშვის გადატვირთვით , წესებითა და პრინციპებით. გაუცნობიერებელი ჩვევები ჩვენში ყალიბდება პრაქტიკით და მანერებით. რასაც მაგალითებზე
5) გადაცემის თეორია. ვინ ასწავლის ? რა მეთოდებით ? როგორი უნდა იყოს სასწავლო პროგრამა ? ჯენტლმენთა განათლება ვერ მოხდება მათი სკოლაში გაგზავნით. სწავლება უნდა განხორციელდეს ტუტორის მიერ , რომელსაც დაინტერესებული მშობლები შეარჩევენ. მუშათა კლასისათვის , გაჭირვებული ბავშვები ორივე სქესისა და 3–დან 14 წლამდე , იძულებულნი უნდა იყვნენ სკოლაში იარონ და ჰყავდეთ მასწავლებლები. ლოკი დაუპირისპირდა სწავლების ტრადიციულ მეთოდს –გვთავაზობს მანერებს , რომელსაც მაგალითებით უნდა ასწავლიდნენ , ლათინურს , რომელსაც ლაპარაკით უნდა ასწავლიდნენ. საუკეთესო გზა სწავლებისთვის არა მოსწავლეთა დატერორება ან იძულება , არმედ მათი მოტივაცია , სტიმულის აღძვრა და შენარჩუნება. მათ უნდა გაიაზრინ , რომ სწავლობენ საკუთარი თავისთვის , საკუთარი სურვილით. მეთოდი ღარიბთათვის – სწავლა
პროგრამა ღარიბთათვის : ყურადღება გაამახვილოთ რეგულარულ შრომაზე რელიგიისა და მორალური სრულყოფის მიზნით , განუვითარდეს სამიწათმოქმედო უნარები. პროგრამა ჯენტლმენთათვის : ჯამრთელობა – პირველი ინგრედიენტი პიროვნული ბედნიერებისთვის. კარგი ხასიეთის ჩამოყალიბება , რაც სამი ქცევისაგან შედგება : – სიკეთე , სიბრძნე და აღზრდა. უნდა ისწავლონ კითხვა , წერა და არითმეტიკა , ლათინური , უცხო ენა და ლიტერატურა. (ბერძნული მეცნიერთათვის მხოლოდ ), ფრანგული და ინგლისური ლიტერატურა , ბუნების და სოციალური მეცნიერებები. ხელოვნებამ უნდა დაიკავოს მცირე ადგილი მას ლოკი მიიჩნევდა უსარგებლოდ და საშიშად.
6) საზოგადოების თეორია. – რა არის საზოგადოება ? რა ორგანიზაციებია ჩართული საგანმანათლებლო პროცესში ? ერთ დროს ადამიანები ცხოვრობდნენ ანარქიაში , მაგრამ შემდეგ გაერთიანდნენ და შემნეს პოლიტიკური საზოგადოება. ადამიანებმა ძალა –უფლება მიანიჭეს მმართველს იმ პირობით რომ ბუნებითი უფლებები დაცული იქნებოდა მათ მიერ. ბუნებითი პირობები და ბუნების კანონი ღმერთის მიერ დადგენილად მოიაზრებოდა. ადამიანები ფლობენ ამ თვისებებს : 1) ბუნებითი თავისუფლება – უფლება იცოცხლო და იყო თავისუფალი. 2) აუცილებლობა შრომისა. 3) საკუთრების უფლება. ბავშვი არის ოჯახის და ერის ნაწილი. ოჯახის როლი სუსტია იმ საქმეში , რომ ბავშვი სიკეთეს ეზიაროს. მთავრობამ უნდა შეასრულოს თავისი როლისოციალურ კონტრაქტში , დაიცვას უფლებები და თავისუფლებები მოქალაქეების , თითოეული მოსახლე უნდა ხელმძრვანელობდეს მორალური კანონებით , რომელიც არის ბუნებითი და არის
7) შესაძლებლობის თეორია – ვინ უნდა იყოს განათლებული ? ვინ უნდა იყოს ნასწავლი !? ერის მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად : ისინი , ვინც ფლობენ საკუთრებას მნიშვნელოვან დონეზე და ისინი , ვინც არ ფლობენ. პირველ ჯგუფს შეადგენენ ჯენტლმენები , მეორეს – მუშები. ორივე კლასი უნდა იყოს პიროვნულად ბედნიერი და საზოგადოებრივად საჭირო , მაგრამ , რადგან მათ აქვთ სხვადასხვა სტატუსი საზოგადოებაში , მათი ბედნიერება და საჭიროება უნდა განსხვავდებოდეს. ერის კეთილდღეობა მოითხოვს , რომ მაღალი კლასის ბავშვები განსხვავებული გზით უნდა ნათლდებოდნენ ღარიბისაგან. ლოკის სწამდა , რომ ჯენტლმენთა ასულები ისევე
8) კონსენსუსის (თანხმობის ) თეორია – რატომ კამათობს ხალხი ? როგორ მიიღწევა თანხმობა ? ვისი აზრი იძენს უპირატესობას ? არასწორად კეთება უცოდინრობის ნიშანია. ხალხი უნდა იყოს განათლებული , გამოიყენონ საკუთარი მიზეზების ძალა , იყვნენ ფრთხილნი და ანგარიშიანნი , არ განაგებდეთ იმპულსი. გონება შეიგრძნობს შეთანხმებას ჩვენ იდეებსა და მათ შორის შეუთავსებლობას ამავე პრაქტიკით საკუთარ თავთან. (მაგ : თეთრი რომ თეთრია და არა შავი ) გონება ასევე აღიქვამს დარღვევას მის იდეებს შორის. ერთი თვალსაზრისით , ყველა შეთანხმება უკვე დარღვევაა , რადგან თვით კონსენსუსი არის დარღვეული.
აღზრდის მიზნები და ამოცანები : პროფესიით ექიმი , მოწოდებით პედაგოგი ჯონ ლოკი , ბუნებრივია , წინა პლანზე პიროვნების ფიზიკურ აღზრდას წამოწევდა. ჯონ ლოკი თავის მთავარ პედაგოგიურ ნაშრომში „ფიქრები აღზრდის შესახებ “ იწყებს ფორმულით : “ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულში “. და განაგრძობს : აი მოკლედ , მაგრამ სრული აღწრა ბედნიერებისა ამ სამყაროში “. ვინც ფლობს კარგ ფიზიკურ მდგომარეობას და კარგ სულიერ განვითარებას , მას ცოტა რჩება სანატრელი ცხოვრებაში. აღზრდის ჰარმონიული მიზნიდან გამომდინარე , ლოკი აყალიბებს აღზრდის
ფიზიკური აღზრდის ამოცანის გადაწყვეტისთვის ლოკი გვთავაზობს იმ დროის მეცნიერების შესაფერის სისტემას. აუცილებელია ჩვილობიდანვე ვიზრუნოთ ბავშვის სხეულის გამოწრთობისთვის და უნდა მივაღწიოთ იმას , რომ ბავშვი ადვილად იტანდეს დაღლილობას , ფათერაკებს , მკვეთრ ცვლილებებს. ლოკი დაწვრილებით აღწერს და ასაბუთებს ბავშვის ცხოვრებაში მტკიცე რეჟიმის მნიშვნელობას.
ზნეობრივი აღზრდის ამოცანის გადაწყვეტა აღმზრდელს ავალებს მორალური თვისებების თანდაყოლილობის ცრურწმენისაგან გათავისუფლებას. ლოკის შეხედულებით , არ არსებობს თანდაყოლილი მორალური თვისებები. მას ზნეობრივი აღზრდის უმთავრეს ამოცანად მიაცნდა ხასიათის ჩამოყალიბება , დისციპლინის აუცილებლობის შეგნება , ნებისყოფის განვთარება. ადამიანები უნდა იყვნენ ბრძენნი და არამარტო მიაღწიონ იმას , რაც სურთ , არამედ გაითვალისწინონ რეალური შეფასებები. ზნეობრივი აღზრდის ამოცანის შინაარსში არის გათვალისწინებული მოზარდის რელიგიური აღზრდაც. ლოკი საჭიროდ თვლის , რომ მოზარდებს მიეცეთ წარმოდგენა ღმერთზე , როგორც ქვეყნიერების შემოქმედსა და კეთილმყოფელზე. მართალია , გონებრივი აღზრდა ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდის შემდეგ არის დასმული ლოკისთან მაგრამ ეს არ ამცირებს მის მნიშვნელობას. მისი აზრით , სწავლის მიზანია არა სწავლული ადამიანების არზრდა , არამედ განათლებული და საქმიანი პიროვნების ჩამოყალიბება. „კეთილმყოფელი , გონიერი , თავისი საქმეების მართვაში კარგად დახელოვნებული ადამიანი ბევრად უმჯობესია , ვიდრე დიდი სწავლული , რომელიც არ ფლობს აღნიშნულ თვისებებს. “-წერდა იგი.
ჯონ ლოკის დიდაქტიკური შეხედულებები -პიროვნებისათვის თანდაყოლილი იდეების უარყოფიდან გამომდინარე , ჯონ ლოკი მაღალ შეფასებას აძლევდა აღზრდას და სწავლებას. რამაც მოზარდი უნდა მოამმისი პედაგოგიური თეორიის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენდა უტილიტარიზმი , რაც ემყარება სარგებლიანობის პრინციპს. იგი უარყოფს ტრადიციულ კლასიკურ განათლებას და უპირატესობას ანიჭებს პრაქტიკულ საქმიანობას. რეალურ განათლებას , რომელიც სასარგებლო ცოდნით შეაიარაღებს ახალგაზრდობას. ესენია -ენების , გეოგრაფიის , მათემატიკის , სამართლის , ბუხჰალტერიის ცოდნა და სხვ. . . იგი არნიშნავდა : “კომერციული გამოანგარიშება ბუხჰალტერია , როგორც ცოდნა , მაღალი წოდების ყველა ადამიანისთვის აუცილებელია არა გამორჩენისთვის , არამედ იმისთვის , რომ გონიერად და აზრიანად შეინახოს ქონება და არ გაანიავოს ის უთავბოლოდ და
ლოკი აღნიშნავს , რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სწავლების პირველი ნაბიჯების გადაქცევა ბავშვებისატვის მოსაწყენ მოვალეობად. ამით შეიძლება ბავშვს მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩაენერგოს სწავლისადმი ზიზღი. ლოკი დაწვრილებით აღწერს ანბანით თამაშს. ლოკის აზრიტ , წერა უნდა შევასწავლოთ ბავშვს მას შემდეგ , რაც დაეუფლება იგი კითხვას. მშობლიური ენის შესწავლის შემდეგ ბავშვმა უნდა შეისწავლოს უცხო ენა. უცხო ენების შესწავლა უნდა ხდებოდეს ბავშვობაში , თანაც , არა იმდენად გრამატიკის გზით , არამედ საუბრის საშუალებით. იგი
ლოკი ებრძვის სწავლის ცხოვრებისგან მოწყვეტილობას , და ზეპირობას. გონებას ესაჭიროება ვარჯიში , მაგრამ ის უნდა ვავარჯიშოთ ცხოვრებიდან აღებულ მაგალითებზე. ლოკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სავარჯიშოებს. საინტერესოა ლოკის მოსაზრებები ბავშვის ცნობისმოყვარეობის განვითარების შესახებ. ის წერს : „ცნობისმოყვარეობის განვითარება ბავშვშში არის ცოდნისადმი მისწრაფბის აღზრდა. ამ მიზნით საჭიროა : 1)არ შევაწყვეტინოთ და არ შევარცხვინოთ ბავშვი მის მიერ დასმული კითხვების განო 2) არ აუბნიოთ ბავშვებს გონება მათთვის მიუწვდომელი ახსნა განმარტებით 3) არ მივცეთ ბავშვებს ცრუ და არაპირდაპირი პასუხები 4)
ლოკი გვირჩევს სწავლება დავიწყოთ მარტივი და ნათელი ელემენტებისგან. მივაწოდოთ აღსაზრდელს ჯერ ერთი მარტივი იდეა , შემდეგ უფრო რთული წერს იგი. „უკანასკნელი ნაწილი აღზრდისა , შეადგენს მოგზაურობას , რომელშიაც ჩვეულებრივ ხედავენ საქმის დასასრულს , ის , რაც ამთავრებს ჯენტლმენის ფორმირებას. “აღნიშნავს ლოკი. მისი აზრით , საგანმანათლებლო შინაარსით მოგზაურობა განაპირობებს უცხო ენების დაუფლების ჩვევების შეძენას , ცოდნის გაფართოებას ისტორიაში , გეოგრაფიაში , ბუნებისმეტყველებაში , სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკურ წყობას და სხვ. . . მისი აზრით , დამოუკიდებელი აზროვნებისთვის ადამიანი მზად არის მხოლოდ ამ ასაკში და შეიძლება ვანდოთ მას თავისთავი. ჯონ ლოკი საოჯახო აღზრდა განათლების სისტემის მომხრეა , რადგან მისტვის არზრდის საგანს ჯენტლმენი წარმოადგენს. თუმცა ეს არის უკვე გაბურჟუებული თავადობა მაგრამ ჯენტლმენის აღზრდის პედაგოგიური სისტემა ნაკლებად მოიცავს ფართო მასების აღზრდის პრობლემას. ამიტომ უწოდებენ მის პედაგოგიკას „ელიტარულ პედაგოგიკას “, რომელიც ქადაგებს
ლოკის აზრით „მუშა ადამიანების შვილები “ მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებას. ამიტომ თითოეულ სამრევლოში საჭიროა მოეწყოს მუშათა სკოლები , სადაც სავალდებულო წესით უნდა გაიგზავნოს 3 -14 წლის ასაკის ბავშვები. ასეთ ბავშვებს კვება ექნებათ მხოლოდ „პურით ძღომამდე “ ცივი ამინდის დროს შეიძლება დაემატოთ ცოტა ცხელი ფაფა. ასეთი ღარიბული კვების ხარჯები ბავშვებმა უნდა დაფარონ პირადი შრომით. ანტიდემოკრატიული შეხედულებები „მუშა ადამიანების შვილების აღზრდის შესახებ “ ნაკარნახევია ჯონ ლოკის ფილოსოფიური დუალიზმით. ერთი მხრივ , ის ამტკიცებს , რომ ბავშვი არის „სუფთა დაფა “, მეორე მხრივ ,
აღზრდის მეთოდები : აღზრდის მეთოდებს შორის ჯონ ლოკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მაგალითს. ამის თაობაზე იგი წერს : „ ვერაფერი ვერ განმსჭვალავს ისე შეუმჩნევლად და ისე ღრმად ადამიანის სულს , როგორც მაგალითი. როგორ ბრიყვულ თვისებებსაც არუნდა ამჩნევდეს ადამიანი თავის თავში , აუცილებლად აღძრავს სირცხვილის განცდას და უარყოფას , როცა ადამიანს სხვა ადამიანის ქცევების სახით წარმოუდგება იგი თვალწინ. “ დადებით შედეგს , მისი შეხედულებით , იძლევა ალერსიანი , მშვიდი , წყნარი სიტყვები. მან სასტიკად გააკრიტიკა მისი თანამედროვე სქოლასტიკური სკოლა. იგი წინააღმდეგია ფიზიკური დასჯისა , ლოკი მოითხოვს , რომ
საყურადღებოა ლოკის შეხედულბა ინდივიდუალური სწავლის თაობაზე. მართლია , იგი დადებითად უყურებს სასკოლო განათლებას და აღნიშნავს , რომ სკოლა ავითარებს ბავშვებში სეჯიბრებას მეცნიერებაში , მისი აზრით , „საშინაო სწავლის ნაკლოვანებაც კი უფრო სასარგებლოა , ვიდრე სკოლაში შეძენილი ცოდნა და ჩვევები “. მისი აზრით , გუვერნიორის ხელმძღვანელობით აღზრდის სედეგად პიროვნება ძენს კარგ მანერებს , სიდარბაისლეს , თავაზიანობას. ლოკი იძლევა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამუშავებულ მითითებებს ბავშვში სასურველ თვისაბათა განვითარებისა და
ჯონ ლოკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მასწავლებელს , აღმზრდელს , მის კვალიფიკაციურ მომზადებას და თვლის , რომ აღმზრდელი უნდა იყოს განათლებული , გონიერი , თავაზიანი , კარგად იცნობდეს მაღალ საზოგადოებას , ფლობდეს მოხდენილი ქცევის ჩვევებს. ეს არის მასწავლებლის აუცილებელი თვისებები ცხოვრებაში და ქმნის აღმზრდელობითი მუშაობის წარმატების ერთ -ერთ წინა პირობას. აღმზრდელს ოჯახში , აუცილებლად ყველა უნდა სცემდეს პატივს , წინააღმდეგ სემთხვევაში , აღსაზრდელი ვერ განიმსჭვალება თავისი აღმზრდელნობით. მოზარდის არზრდაში აღმზრდელი უნდა იყოს მამის მოადგილე. ამის მიღწევის სემთხვევაში , აღმზრდელს მუშაობა არ გაუძნელდება. აღმზრდელი უნდა ზრუნავდეს საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებისტვის. ამისათვის მისი სიტყვა და საქმე არ უნდა შორდებოდეს
ლოკი და ქრისტიანობა -ლოკი პურიტანულ ოჯახში აღიზარდა , თავის ნაშრომში , რომელიც გამოაქვეყნა სიკვდილამდე 5 წლით ადრე , „ქრისტიანობის შესახებ “, ლოკი გვიჩვენებს , როგორ მართავს ღმერთი გონებას , რათა ეზიაროს ჭეშმარიტებას. მას სურდა გაევრცელებინა ბიბლიური იდები და აღიარა ბიბლია , როგორც უმთავრესი ჭეშმარიტება. იგი აღნიშნავს : „წმინდა წეილი არის და იქნება ჩემთვის მუდმივი გზამკვლევი ჭეშმარიტებისკენ. . . მე მივიჩნევ მას როგორც შეუმცდარ ჭეშმარიტებას , რომელიც ეხება უმაღლეს ფასეულობებს და მე მაშინვე უკუვაგდებ
ბიბლიური იდეები გამოხატა პოლიტიკურ შეხედულებებშიც. ლოკის შეხედულებები გამოჩნდა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში , სადაც აღნიშნულია , რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა თავისუფალი მონობისგან და რელიგიური ბატონობისგან ლოკს სჯეროდა , რომ ის და მთელი კაცობრიობა იმართება ღვთის კანონებით და ქრისტეს მიიჩნევდა , როგორც ერთადერთ ხსნასა და მესიას. ერთ ხელსი ბიბლიით და მეორეში ლოგიკით , ეს პოლიტიკური ფილოსოფოსი ქრისტიანობას წარმოაჩენდა , როგორც არამხოლოდ ღირსეულს , არამედ ერთადერთ ჭეშმარიტებას. თუმცა იგი სხვებს ძალით თავს არ ახვევდა თავის რწმენას , პირიქით , იგი მორწმუნეებს და ურწმუნოებს პაექრობისკენ მოუწოდებდა. მაგრამ ჯონ ლოკმა ზუსტა .
ჯონ ლოკის პედაგოგიური სისტემა წარმოადგენს ახალ ეტაპს პედაგოგიური აზროვნების განვითარებასი. მან პირველმა ააგო თავისი პედაგოგიური სისტემა ემპირიული ფსიქოლოგიის გამოყენებით. იგი დამყარებულია აღზრდის ფართო შესაძლებლობების რწმენაზე დაპდაგოგიური